ვირტუალური ბიზნეს ინკუბატორი

ჩვენი სერვისები

ვირტუალური ბიზნეს ინკუბატორიეი ბი სი ო“ დაკომპლექტებულია სათანადო კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე კონსულტანტებითა და ტრეინერებით.

ამასთან ერთად, ბიზნეს ინკუბატორს ჰყავს მოწვეული ექსპერტები, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სფეროებიდან.

ბიზნეს ინკუბატორის პროგრამებში ჩართულ დამწყებ მეწარმეებს და ორგანიზაციებს კონსულტაციებს გაუწევენ და გაუზიარებენ თავიანთ პრაქტიკულ გამოცდილებას მოქმედი მეწარმეები, რომლებსაც გააჩნიათ დარგში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ისინი პრაქტიკული მაგალითების და გადაწყვეტილებების მეშვეობით დაეხმარებიან ინკუბატორის წევრ ორგანიზაციებს დანერგონ თავიანთ საწარმოებში ტექნოლოგიისა და მართვის ეფექტური სისტემები და საუკეთესო ბიზნეს მოდელები. 

ვირტუალური ბიზნეს ინკუბატორი “ეი ბი სი ო“ პოტენციურ მომხმა-რებელს სთავაზობს შემდეგი სახის მომსახურებებს:

Concept,About,Business,Services,Sector,With,Business-to-business,Relations,And,Outsourcing,

სერვისები

  • ბიზნეს იდეის დახვეწა-სრულყოფა;
  • თქვენი ბიზნესისთვის საუკეთესო იურიდიულ-სამართლებრივი მოდელისა და ფორმის შერჩევა;
  • საგრანტო განაცხადისა და ბიზნეს გეგმის მომზადება;
  • კომპანიის ბრენდის შემუშავება;
  • ონ ლაინ მარკეტინგი – (ფეისბუკის, ტვიტერის, ვებ გვერდების კონცეპციის შემუშავება), ონ ლაინ კამპანიის დაგეგმვასა და მართვაში დახმარება;
  • კონსულტაციები ბიზნესის დაგეგმვისა და მართვის სხვადასხვა საკითხებზე;
  • საწარმოსთვის საჭირო დანადგარების შერჩევა და კონსულტაცია;
  • საბუღალტრო აღრიცხვა;
  • კონსულტაციები საგადასახადო საკითხებში;
  • კომპანიის აქტივების შეფასება დაფინანსების მისაღებად.

ტრეინინგები

  • ტრეინინგი სოციალურ მეწარმეობაში;
  • ტრეინინგი ბიზნეს დაგეგმარებაში;
  • ტრეინინგი ფასწარმოქმნასა და ფინანსურ დაგეგმარებაში;
  • ტრეინინგი საგადასახადო საკითხებში;
  • ტრეინინგი მარკეტინგში;
  • ტრეინინგი მენეჯმენტში;
  • ტრეინინგი ფინანსურ მენეჯმენტში.
  • სპეციალური ფორმატის ტრეინინგები კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფებისათვის (დამწყები მეწარმეები, ქალი მეწარმეები, ახალგაზრდა მეწარმეები, იძულებით გადაადგილებული პირები, სხვა)

სასოფლო-სამეურნეო ტრეინინგები

  • ტრეინინგი „ფერმერული ორგანიზაციები“;
  • ტრეინინგი „სასოფლო-სამეურნეო ექსტენცია“;
  • ტრეინინგი „გენდერული საკითხები სოფლის მეურნეობაში“;
  • ტრეინინგი ,,მზის ენერგიისა და ბიოგაზის სისტემები“;
  • ტრეინინგი „პირუტყვის კვება“;
  • ტრეინინგი „პირუტყვის მოშენება“;
  • ტრეინინგი „რძის პროდუქტების წარმოება“;
  • ტრეინინგი „კარტოფილის წარმოება“;
  • ტრეინინგი „ხახვისა და ნივრის წარმოება“;
  • ტრეინინგი „სიმინდის/ჭარხლის/მარცვლეულის წარმოება“;
  • ტრეინინგი „ხილისა და ბოსტნეულის დასაწყობება და შენახვა“;
  • ტრეინინგი “მეფუტკრეობა“;
  • ტრეინინგი “კალმახისა და ტბორის თევზის მოშენება“;