ჩვენი ტრენერები და მენტორები
ვირტუალური ბიზნეს ინკუბატორი „ეი ბი სი ო“ დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი და გამოცდილი სპეციალისტებით:

კონსტანტინე ჟღენტი
ლოკაცია: თბილისი
კონსტანტინე ჟღენტი 1995 წლიდან მუშაობს ბიზნეს საკონსულტაციო სფეროში, არის უფროსი ბიზნეს კონსულტანტი და ტრენერი. 2001 წლიდან იგი არის „საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაციის“ პრეზიდენტი. 1995 წლამდე მუშაობდა ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებში, საქართველოს მრეწველობის, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებში. კონსტანტინე ჟღენტს გააჩნია მაღალი კვალიფიკაცია და დიდი გამოცდილება მცირე და საშუალო საწარმოთა მართვის, მარკეტინგის, ფინასური დაგეგმარებისა და მენეჯმენტის, ინვესტიციების მოზიდვის, საბანკო სესხებისა და საგრანტო დაფინასების მოპოვების სფეროში. ამასთან იგი ფლობს დიდ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას სასოფლო სამეურნეო ექსტენციაში, პროდუქციის ღირებულებათა ჯაჭვის ჩამოყალიბებაში, პირველადი აგრარულ პროდუქციის წარმოებასა და გადამამუშავებელი საწარმოების განვითარებაში, პროექტების მონიტორინგსა და შეფასებაში, საგარეო ბაზრებთან ურთიერთობასა და DCFTA-ს საკითხებში. მის მიერ ასევე შემუშავდა და გამოიცა ბიზნეს გეგმის შესადგენი სახელმძღვანელო.

გიორგი ხატიაშვილი
ლოკაცია: ტიბაანი
გიორგი ხატიაშვილი 1995 მუშაობს აგრო-ბიზნეს საკონსულტაციო სფეროში, მეცხოველეობის მიმართულებით. იგი გახლავთ პროფესიით ზოოინჟინერი, აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი და ექსპერტი მეცხოველეობაში. ასევე გააჩნია დიდი გამოცდილება სასოფლო სამურნეო კოოპერატივებისა და ფერმერთა ასოციაციების განვითარების სფეროში. გიორგი ხატიაშვილი წლების მანძილზე მუშაობდა საბანკო სექტორში აგრო დაკრედიტების მიმართულებით და მონაწილეობდა ადგილობრივი აგრობიზნესის ხელშეწყობის განხრით საქართველოში განხორციელებულ სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში. მას გააჩნია ხანგრძლივი გამოცდილება სოფლის მეურნეობის ექსტენციისა და საკონსულტაციო სერვისებში. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია რძისა და რძის პროდუქტების გადამუშავება, ინტენსიური სარძევე ფერმების დაპროექტება, მენეჯმენტი და სანაშენე საქმიანობა. 2019 წელს გიორგი ხატიაშვილმა დააფუძნა ,,საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმეთა ასოციაცია“. 2016 წლიდან იგი არის კომპანია ,,კავკასიის გენეტიკის“ აღმასრულებელი დირექტორი.

ალეკო მამეშვილი
ლოკაცია: ოზურგეთი
ალეკო მამეშვილი 1999 წლიდან საქმიანობს ბიზნეს საკონსულტაციო სფეროში. წლების განმავლობაში ის არის გურიის აგრობიზნეს ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე და ამასთანავე რეგიონული მასშტაბით საერთაშორისო დონორების დაფინანსებით განხორციელებული პროექტების კოორდინატორი. ამ მხრივ ალეკო მამეშვილმა გურიასა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განახორციელა მრავალი წარმატებული პროექტი სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და გადამამუშავებელი მრეწველობის სფეროში. მას გააჩნია დიდი სამუშაო გამოცდილება ისეთ საკითხებში, როგორც ბიზნეს გეგმებისა და საკრედიტო განაცხადების მომზადება, ფინანსების მოზიდვა, მარკეტინგი, ფინანსური დაგეგმარება და ზოგადი მენეჯმენტში.

გია ძირკვაძე
ლოკაცია: ხულო
გია ძირკვაძე 2012 წლიდან მუშაობს ბიზნეს საკონსულტაციო სფეროში. ის არის განათლებით ზოოტექნიკოსი, გააჩნია თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მეცხოველეობაში, მებოსტნეობაში (კარტოფილის წარმოება), მექანიზაციის სერვის ცენტრის მართვაში. 2011 წლიდან გია ძირკვაძე ხელმძღვანელობს ხულოს მუნიციპალიტეტში არსებულ „დიოკნისის სასოფლო სამეურნეო მომსახურების ცენტრს“ და ასევე კოოპერატივ „დიოკნისს“, რომელიც აწარმოებს ჯემებს, ჩირებს, ხილისა და კენკრის წვენებს ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულიდან. ის ასევე ფლობს დიდი გამოცდილებას ჟოლოს კულტივაციასა და მოყვანაში. 2001 - 2010 წლებში გია ძირკვაძე აჭარის რეგიონში მუშაობდა საჯარო სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე

მახარე მაცუკატოვი
ლოკაცია: ახალქალაქი
მახარე მაცუკატოვი 2002 წლიდან მუშაობს „ახალქალაქის ბიზნეს ცენტრის“ ხელმძღვანელად, ის არის ბიზნეს კონსულტანტი და ტრენერი. მისი საქმიანობის ძირითადი არეალია ჯავახეთის რეგიონი, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები. იგი იყო რამდენიმე საერთაშორი დახმარების პროექტის კოორდინატორი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში. 2014 წელს მან ჩამოაყალიბა ასოციაცია „ახალქალაქის კარტოფილი’’ და ამ ორგანიზაციის ინიციატივით, საქპატენტში დაარეგისტრირა გეოგრაფიული ადგილწარმოშობის აღნიშვნა სახელწოდებით „ახალქალაქის კარტოფილი“. მახარე მაცუკატოვი არის აგრო ბიზნეს კონსულტანტი „კარტოფილის ღირებულებათა ჯაჭვის“ სფეროში. ამასთან, ის თანაავტორია სახელმძღვანელოსი - „კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მეთოდების დანერგვა ახალქალაქში“.

თამარ ყაჭაშვილი
ლოკაცია: ტიბაანი
თამარ ყაჭაშვილი 1999 წლიდან მუშაობს ბიზნეს/აგრო ბიზნეს საკონსულტაციო სფეროში. 2006 წლიდან ის არის კომპანია ,,კავკასიის გენეტიკის “ დამფუძნებელი და დირექტორი , ასევე აგრო ტურიზმის კომპანია - ,,FIDA Georgia”-ს დამფუძნებელი და რიგი პროფესიული ასოციაციის კონსულტანტი. თამარ ყაჭაშვილი წარმოადგენს სერთიფიცირებულ პროფესიონალ ქოუჩს და სტრატეგიული განვითარების კონსულტანტს, კითხულობს ლექციებს სტრატეგიული მენეჯმენტის, ორგანიზაციული და პიროვნული განვითარების მიმართულებით „ილიას უნივერსიტეტში“. მისი, როგორც კონსულტანტისა და ბიზნეს ქოუჩის, საქმიანობის სფეროებია: საწარმოების სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება; კრიზისების მართვა; ბიზნეს იდეებისა და ახალი პროექტების მოდელირება; ორგანიზაციული ცვლილებების დაგეგმვა და განხორციელება.

ოთარ აბსანძე
ლოკაცია: ზუგდიდი
ოთარ აბსანძე 1989 წლიდან მუშაობს ბიზნეს საკონსულტაციო და ფინანსური აუდიტის სფეროში. ის არის ბიზნეს კონსულტანტი და ტრენერი. 2019 წლიდან იგი შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ILO-ს სერთიფიცირებული ტრენერია. 2003 - წლიდან ოთარ აბსანძე, როგორც ბიზნეს ტრენერი, კონსულტანტი და ანალიტიკოსი, თანამშრომლობს საქართველოში მოქმედ საერთაშორისო განვითარების ორგანიზაციებთან და მონაწილეობას იღებს ქვეყანაში და კერძოდ სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებში. მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს კერძო ბიზნესის ფინანსურ აუდიტის, ბიზნესის სხვადასხვა სფეროში ტრეინინგების ჩატარებას, ბიზნეს გეგმების და საგრანტო განაცხადების მომზადებაში კონსულტაციების გაწევას. ოთარ აბსანძეს გააჩნია მაღალი სამუშაო კვალიფიკაცია და მრავალწლიანი გამოცდილება მარკეტინგის, ზოგადი მენეჯმენტის, ფინანსური და ბიზნეს დაგეგმარებების, პროექტების შეფასების სფეროში, საწარმოების ქოუჩინგსა და მენტორინგში.

აკაკი ღლონტი
ლოკაცია: ოზურგეთი
აკაკი ღლონტი 1982 წლიდან მუშაობს სუბტროპიკული მეურნეობის აგრონომის სპეციალობით, ხოლო 2004 წლიდან იგი საქმიანობს როგორც პროფესიონალი აგრო კონსულტანტი-ექსპერტი. 1995 წლიდან აკაკი ღლონტი არის პრაქტიკოსი ბიო ფერმერი. მის წარსული შრომითი გამოცდილება აგრეთვე მოიცავს მუშაობას სასოფლო-სამეურნეო საკითხებში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ დეპარტამენტში. წლების მანძილზე აკაკი ღლონტი მონაწილეობს გურიის რეგიონში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ სხვადასხვა პროგრამებში. პარალელურად ეწევა სამეცნიერო კვლევით და სელექციურ საქმიანობას სუბტროპიკული კულტურების წარმოების განხრით. აკაკი ღლონტის საკონსულტაციო საქმიანობის პროფილს წარმოადგენს: ნიადაგის ნაყოფიერების შეფასება და მართვა, სათესი და სარგავი მასალის შერჩევა, კონსულტაცია მცენარეთა დაცვის მეთოდების შერჩევაში, დაავადებების იდენტიფიცირებაში, მცენარეთა დაცვის ღონისძიებების გატარებაში.

გიორგი ჭუმბურიძე
ლოკაცია: ქუთაისი
გიორგი ჭუმბურიძე - 1996 წლიდან მუშაობს ბიზნეს საკონსულტაციო სფეროში. ის არის ბიზნეს კონსულტანტი და ტრენერი. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრ CERMA-ში და ასევე ეკავა „გაერთიანებული ტელეკომისა“ და „სილქნეტის“ იმერეთის რეგიონალური ოფისის უფროსის თანამდებობა. გიორგი ჭუმბურიძე ფლობს მაღალ კვალიფიკაციასა და დიდ გამოცდილებას მცირე და საშუალო საწარმოების მართვაში და აგრობიზნესის, გადამამუშავებელ საწარმოების, ფერმერული მეურნეობების და კოოპერატივების განვითარების განხრით, საგარეო ვაჭრობისა და DCFTA-საკითხებში და ასევე ბიზნეს პროექტების შემუშავების, მართვის, მონიტორინგისა და შეფასების სფეროში.

ეკატერინე ქიმერიძე
ლოკაცია: თბილისი
ეკატერინე ქიმერიძე 2005 წლიდან მუშაობს ბიზნეს საკონსულტაციო სფეროში. ის არის შპს „ჯი დი სი აის“ თანადამფუძნებელი. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა სურსათის უვნებლობა და ხარისხის მართვა. ამ სფეროში იგი ინტენსიურად თანამშრომლობს, როგორც კერძო, ასევე შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან, ახდენს საწარმოს ინფრასტრუქტურის შესაბამისობის შეფასებას კანონმდებლობით და საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ მოთხოვნებთან, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვის სისტემების შემუშავებასა და დანერგვას, საწარმოთა შიდა აუდიტის ჩატარებას, ა.შ. ეკატერინე ქიმერიძე არის სურსათის უვნებლობის სფეროში გამოცემული რიგი სახელმძღვანელოების თანაავტორი.

ელგუჯა დეისაძე
ლოკაცია: ქუთაისი
ელგუჯა დეისაძე 2000 წლიდან მუშაობს ბიზნეს საკონსულტაციო სფეროში, არის შპს ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბიზნეს კონსულტანტი და ტრენერი. მისი წინა სამუშაო გამოცდილება მოიცავს საქმიანობას საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრ CERMA-ში. აქვს დიდი გამოცდილება მცირე და საშუალო საწარმოთა მართვის სფეროში, მარკეტინგში, ფინანსურ დაგეგმარებასა და მენეჯმენტში, საინვესტიციო გადაწყვეტილებების შეფასებასა და საგრანტო დაფინანსების მოპოვებაში. ამასთანავე, ელგუჯა დეისაძე ფლობს სათანადო საექსპერტო ცოდნასა და მნიშვნელოვან გამოცდილებას სასოფლო სამეურნეო ექსტენციის, პროდუქციის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზისა და შეფასების, გადამამუშავებელი საწარმოების განვითარების სფეროში.

თამარ ლაბარტყავა
ლოკაცია: თბილისი
თამარ ლაბარტყავა 2002 წლიდან მუშაობს სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვის მიმართულებით. 2006 წლიდან არის საკონსულტაციო კომპანია შპს „ჯი დი სი აის“ თანადამფუძნებელი. მუშაობს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან. მისი საქმიანობის სფერო მოიცავს საწარმოო ინფრასტრუქტურის შეფასებას, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვის სისტემების შემუშავებასა და დანერგვას, როგორც ადგილობრივი საკანონმდებლო, ასევე ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების (მათ შორის GLOBALG.A.P., ISO 22000, ISO 9001, IFS Food, BRC, ა.შ) მოთხოვნათა შესაბამისად. ამასთან, თამარ ლაბარტყავა არის საკვების წარმოების სხვადასხვა ქვე-სექტორისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე გამოცემული რამდენიმე სახელმძღვანელოს თანაავტორი.