ვირტუალური ბიზნეს ინკუბატორი

ჩვენ შესახებ

ვირტუალური ბიზნეს ინკუბატორი „ეი ბი სი ო“ დაფუძნდა საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაციის მიერ. იგი შეიქმნა „სოციალური მეწარმეობა საქართველოსა და სომხეთში „SAEG-ს“ პროექტის ფარგლებში, რომელიც განხორციელდა „ევროკავშირი ახალგაზრდობისთვის“ (EU4Youth) პროგრამის მხარდაჭერით და დაფინანსდა ლიეტუვას რესპუბლიკის საელჩოს საგრანტო პროგრამის ხელშეწყობით.

რა არის ბიზნეს ინკუბატორი და რა ძირითად მიზანს ისახავს იგი?

ბიზნეს ინკუბატორი არის ინსტიტუცია, რომელიც ეხმარება დამწყებ მეწარმეებს, წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი, რათა, რაც შეიძლება მალე დამკვიდრდნენ ბაზარზე და მიაღწიონ წარმატებას.

ვირტუალური ბიზნეს ინკუბატორი საშუალებას მოგცემთ ააწყოთ საკუთარი წარმატებული ბიზნესი. ჩვენ დამწყებ მეწარმეებს დავეხმარებით კარგად გაანალიზონ საკუთარი ბიზნეს იდეები, შეამცირონ  დამწყები ბიზნესისთვის დამახასიათებელი რისკები, ხელს შევუწყობთ წარმატებით დაამკვიდრონ თავიანთი პროდუქცია და სერვისები ბაზარზე. ჩვენ დაგეხმარებით არა მხოლოდ თქვენი ბიზნესის დაწყებაში, არამედ მის ეფექტურ ზრდასა და განვითარებაში.


logo (vertikal)
LDC_logo

რა დახმარებას  მიიღებთ ვირტუალურ ბიზნეს ინკუბატორში?

  • გამოცდილ ბიზნეს კონსულტანტებთან ერთად განიხილავთ და სრულყოფთ თქვენს ბიზნეს იდეებს;
  • ჩვენი კონსულტანტების დახმარებით შეიმუშავებთ ბიზნეს გეგმას საკუთარი ბიზნესისთვის;
  • ჩვენი კონსულტანტები დახმარებას გაგიწევენ შესაძენი დანადგარების შერჩევაში;
  • დაგაკავშირებთ თქვენი წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის და მასალების მომწოდებლებთან;
  • ჩვენი კონსულტანტები დაგეხმარებიან ეფექტური მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავებასა და ონლაინ რეკლამის დაგეგმვა-განხორციელებაში;
  • შეძლებთ გაიაროთ სახვადასხვა ტიპის ტრეინინგები, რომლებიც აამაღლებს თქვენს ცოდნასა და კვალიფიკაციას;
  • საშუალება გექნებათ ისარგებლოთ კვალიფიციური საბუღალტრო მომსახურეობით, მიიღოთ კონსულტაციები საგადასახადო საკითხებში;
  • გარდა ამისა, დახმარებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ პირად კონსულტანტს, რომელიც ოპერატიულად უპასუხებს თქვენს შეკითხვებს და შემოგთავაზებთ პრობლემური სიტუაციიდან გამოსვლის გზებს;
  • შეძლებთ თქვენ მიერ წარმოებული პროდუქციის განთავსებას ინკუბატორის ონლაინ მაღაზიაში.