ვირტუალური ბიზნეს ინკუბატორი

აქსელერაცია

აქსელერაცია გულისხმობს იდეის განვითარების გარკვეულ ეტაპამდე მისული სტარტაპების ან  არსებული საწარმოების მხარდაჭერას. შესაბამისად, აქსელერაციის პროცესში ჩართვა შეუძლიათ უკვე არსებულ საწარმოებს ან სტარტაპებს, რომელთაც მიაღწიეს განვითარების გარკვეულ ეტაპს და აქვთ პოტენციალი, განავითარონ თავიანთი საქმიანობა და გარდაიქმნან წარმატებულ ბიზნესად. ამ პროცესში მათ ესაჭიროებათ მხარდაჭერა პროფესიონალი სპეციალისტების და მენტორების მხრიდან, რათა ერთობლივად შემუშავდეს ბიზნესის განვითარების საუკეთესო მოდელი. ვირტუალური ბიზნეს ინკუბატორის კონსულტანტები და მენტორები დაეხმარებიან საწარმოებს თავიანთი ორგანიზაციების შემდგომ განვითარებაში.

acceleration

აქსელერატორში მოსახვედრად საჭიროა დაინტერესებულმა პირმა გაიაროს შერჩევის ეტაპი. ამისთვის თქვენ უნდა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა (ჩამოტვირთე) და გამოაგზავნოთ ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე (acceleration@businessincubator.ge). სააპლიკაციო ფორმის შეფასების შემდეგ შერჩეულ განმცხადებლებთან შეთანხმებით შედგება ინდივიდუალური განვითრების გეგმა. ამის შემდეგ აქსელერაციის პროგრამის მონაწილე 6-18 თვის განმავლობაში მიიღებს კვალიფიციურ დახმარებას ჩვენი კონსულტანტებისა და მენტორებისგან. ვირტუალური ბიზნეს ინკუბატორის კონსულტანტები და მენტორები დაეხმარებიან საწარმოებს თავიანთი ორგანიზაციების შემდგომ განვითარებაში.

აქსელერაციის უპირატესობები:

  • აქსელერატორი გეხმარებათ იდეის/პროდუქტის დახვეწისა და საუკეთესო ბიზნეს მოდელის შექმნაში;
  • გაძლევთ თქვენი იდეისა და პროექტის სწრაფი ვალიდაციის შესაძლებლობას კონსულტანტებისა და მენტორების ჩართულობით;
  • ეხმარება ბიზნესს წარმატებით პოზიციონირებაში, რომ გახდეს კონკურენტუნარიანი ბაზარზე;
  • დაგეხმარებათ, რომ ეფექტურად წარადგინოთ თქვენი იდეა/პროდუქტი პოტენციური  ინვესტორების წინაშე (საბანკო სექტორი, საგრანტო კონკურსები და სხვა); ასევე მოამზადოთ კვალიფიციური ბიზნეს გეგმა ან საგრანტო განაცხადი;
  • გეხმარებათ, რომ თქვენმა ბიზნესმა ან სტარტაპმა მომავალში დამოუკიდებლად და წარმატებით იარსებოს.