ვირტუალური ბიზნეს ინკუბატორი

ბიზნეს ინკუბაცია

ინკუბაციის პროცესში დამწყებ მეწარმეებს, რომელებსაც აქვთ ბიზნეს იდეა, სურვილი და პოტენციალი, ექმნებათ შესაძლებლობა მოახდინონ იდეის ფორმირება და აქციონ იგი წარმატებულ ბიზნესად.

იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღოთ ინკუბაციის პროგრამაში, საჭიროა გაიაროთ იდეების სკრინინგის ეტაპი. ამისთვის თქვენ უნდა შეავსოთ ბიზნეს იდეის სააპლიკაციო ფორმა (ჩამოტვირთე) და გამოაგზავნოთ ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე (idea@businessincubator.ge;). სააპლიკაციო ფორმის შეფასების შემდეგ, შერჩეულ აპლოკანტთან შეთანხმებით, შედგება ინდივიდუალური განვითრების გეგმა. ამის შემდეგ დამწყები მეწარმეები გახდებიან ბიზნეს ინკუბატორის წევრები და 6-24 თვის განმავლობაში მიიღებენ კვალიფიციურ დახმარებას ჩვენი კონსულტანტებისგან.

Business incubation1

 

ინკუბაციის უპირატესობები:

  • ინკუბატორი გეხმარებათ პირველი ნაბიჯების გადადგმაში, გაძლევთ შესაძლებლობას, გაიაროთ საკუთარი ბიზნესის ჩამოყალიბებისა და განვითარების ეტაპი პროფესიონალ ექსპერტებთან ერთად;
  • იმისთვის, რომ თქვენი იდეა გარდაიქმნას რეალურ ბიზნესად, საწყის ეტაპზე თქვენ მოგეწოდებათ თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო სერვისები (ტრენინგები, კონსულტაციები, მენტორინგი და სხვა);
  • დაგეხმარებით დაფინანსების მოძიებაში;
  • ხელს შეგიწყობთ თქვენი ინოვაციური იდეების სტაბილურ და დამოუკიდებელ ბიზნესად ჩამოყალიბებასა და შემდგომ განვითარებაში.